სიახლები

05-10-2019 ექსკურსია "ნავენახევის მღვიმე"-ში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ქიმიკოსთა კლუბის მე-8 კლასელმა წევრებმა (სულ 7 მოსწავლე), ქიმიის მასწავლებლის ინიციატივით, მოაწყვეს ექსკურსია ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და ნავენახევის მღვიმეში, დაათვალიერეს ასევე ქ.ზესტაფონის სხვა ღირსშესანიშნაობები. ექსკურსიის მიზანი იყო საგნისადმი მოტივაციის გაზრდა. საგნის შესწავლა მერვეკლასელთათვის უნდა იყოს სახალისო და არა ტვირთი. მღვიმეში დაათვალიერეს, 200 მილიონი წლის წინ დაწყილი, სტალაქტიტების, სტალაგმიტების და სტალაგნატებისაგან შექმნილი დარბაზები, გაეცნენ თუ რა როლს ასრულებს მათი ჩამოყალიბების პროცესში ქიმიური და ფიზიკური მოვლენები. ექსკურსიაზე მოპოვებული მასალები გამოიყენეს მათ პროექტში: "გეოლოგიური გარდაქმნები". ბოლოს ექსკურსია დაასრულეს სახინკლეში, თავიანთ მასწავლებლებთან და დირექციასთან ერთად.

ნანახია 2292-ჯერ